Monday, July 19, 2010


Le-parkour, parkour, პარკური-ეს არის დაბრკოლებათა რაციონალური დაფარვის და ქალაქში გადაადგილების ხელოვნება. აქ ადამიანი სძლევს ფიზიკურ დაბრკოლებებს (კედლებს, ღობეებს, სახლებს და ა. შ) თავისი სხეულის საშუალებით. ამასთანავე ის დაბრკოლებებს უმკლავდება რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად (ეს ნიშნავს იმას რომ ის არ აკეთებს მოქმედებებს რომლებიც ართმევენ დიდ ენერგიას და დროს).
ტრეისერი (ინგლ. Traceur) — ეს არის ადამიანი რომელიც „პარკურობს“ და ებრძვის ქალაქურ ჯუნგლებს.
საქართველოში უკვე რამდენიმე ჯგუფია ჩამოყალიბებული Georgian FreeFlow, GT Crew და Ghosts!
პარკური დისციპლინაა და ადამიანს შეუძლია მოიხმაროს ნებისმიერი სიახლე გადაადგილებაში ექსტრემალურ სიტუაციაში. და რაღათქმაუნდა შედარებით ცნობილი წარმომადგენელი ამ დისციპლინისა გახლავთ-დავიდ ბეილი.
ამ ბოლო დროს გაჩნდა შეკითხვა, რა პრინციპებია (პირობებია) პარკურში და რა არ არის პარკური. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ახალბედები ხშირად ურევენ როგორი მოძრაობა (ელემენტები) დამახასიათებელია პარკურისთვის და რომელი არა.
ძირითათად გაუგებრობა ჩნდება დისციპლინის პრაკტიკაში.
საქმე იმაშია, რომ არის პარკური და არის მომზადება პარკურისთვის. ვეცდები უფრო ადვილად აგიხსნათ. მაგ: მეომარი უნდა ვარჯიშობდეს ყოველდღიურად რათა ბძოლაში არ დამარცხდეს. მაგრამ აქედან გამომდინარე ჩვენ ხომ ვერ ვიტყვით რომ მისი ყოველდღიური ვარჯიში ბრძოლაა. ეს მხოლოდ მომზადებაა ბრძოლისთვის.
ასევეა პარკურში. საწყისი ვარჯიშების როლს აქ ასრულებს ფიზიკური ვარჯიშები.
(რომელიც საჭიროა ნებისმიერი ფიზიკური აქტიურობის დროს), საკუთარი სხეულის ფლობის უნარი, ნასესხები აკრობატიკიდან და გიმნასტიკიდან და რაღათქმაუნდა რეგულარული მთავრი ელემენტების(ილეთების) დახვეწა, ქუჩაში თუ შენობაში.
ეს ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს მოსამზადებელ ვარჯიშებად პარკურში მონაწილეობის მისაღებად საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისათვის.
ბრძოლის როლს ამ ხელოვნებაში ასრულებს ქალაქური ცხოვრება და სიტუაცია, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდე თუ შენ ცხოვრობ ქალაქურ ჯუნგლებში. მაგალითად: თქვენ სადმე აგვიანებთ, ან რამე მოგპარეს ქუჩაში, ან ღმერთმა დაგიფაროთ დაგჭრეს. ყველა ამ სიტუაციაში და ამ დაგვარში დაგეხმარებათ თქვენივე ცოდნა და უნარები. და როდესაც თქვენ გამოიყენებთ მათ თქვენი მიზნების მისაღწევად ან სიტუაციიდან თავის დასაღწევად ეს იქნება პარკური.
თუ გნებავთ ამ სპორტის შესწავლა, არსებობს ქართულად ნათარგმნი ელ. წიგნი რომელშიც ყველა ბაზური ელემენტია მოყვანილი და დაწვრილებითაა ახსნილი
პარკურის ისტორია
ახალგაზრდა ბიჭების ჯგუფს, მოძრაობა ქონდათ თამაშად ქცეული, რაღაც ექსკურსიის მაგვარი რომელიც წინააღმდეგობებითაა შეჩერებული. ყველას უყვარს სპორტი და ვარჯიში [ამ ჯგუფში, მარტო yann hnautra და david belle დარჩნენ].პარკურის ისტორია შეიძლება 5 მთავარ საფეხურად დაიყოს:
შეხვედრა ლისში 1987*david და sebastien შეხვდნენ. ჯგუფის თავდაპირველმა წევრებმა დაკარგეს ერთმანეთი თვალთახედვიდან,მიუხედავად იმისა რომ ეს არის აკრობატიკის და საბრძოლო ხელოვნებების შეხამება, მათ გადაწყვიტეს ერთად შეკრებილიყვნენ იმისათვის რათა გაეგრძელებინათ ვარჯიში სპორტისა სახელად “parkour” (freerun) .
david მა და sebastien მა აიმაღლეს დონე. ამავდროულად აკეთებენ სტრუქტურას და არქმევენ ილეთებს სახელებს. თავიანთ საქმეში მათ ბევრი მეგობარი შეიძინეს მათ გარშემო.
მოძრაობის ხელოვნების განვითარება 1995-1997*
ისინი შეხვდენენ სხვა მეგობრებს და გაუზიარეს მათი ძლიერი გრძნობა. ისინი იყვნენ ლისიდან, Evry-დან და Sarcelles-დან და მათ შექმნეს პარკური. მათ მოიარეს მთელი ქალაქი თავიდან ბოლომდე და იპოვეს ადგილები რომლებიც დაეხმარებოდათ მათ მათი დისციპლინის საფუძველის განვითარებაში. ეს მათი შეუპოვრობის და მზადყოფნის გამოა, რომ მათ გადაწყვიტეს გაეკეთებინათ ისეთი რამ, რაც მხოლოდ კარგად ნავაჯიშებ სპორცმენს შეეძლო.
ჯგუფი Yamakasi ს შექმნა 1997*
david , sebastien, yann, charles, malik, guilan, chau და william, 8 მეგობარი, რომლებმაც გადაწყვიტეს შეექმნათ ჯგუფი Yamakasi. მათ სჯეროდათ მათი ტალანტის და ამიტომ გადაწყვიტეს რომ გახდომილიყვნენ პროფესიონალები და ეცხოვრათ თავიანთი ხელოვნებით.
ასოციაციის შექმნა (The Art Of The Movement Association) 31 მაისი 1997. sebastien ი ქმნის ასოციაციას და ლოგოს.სხვები (მათი მეგობრები და ოჯახი) ჩამოყალიბდნენ მათ გარშემო და დიდად დაინტერესებულნი იყვნენ იმაში რომ იამაკასი ცნობილი გამხდარიყო. ჯგუფმა გამოუშვა რამოდენიმე რეკლამა და მათი პირველი რეპორტაჟი სპორტულ გადაცემაში “stade 2″ ფრანგულ ტელევიზიაში.
ჯგუფი yamakasi ის დაშლა : თებერვალი 1998*
1998 წლის დასაწყისში ჯგუფ Yamakasi ს შესთავაზეს აკრობატიკული ილეთების შესრულება მიუზიკლში “Notre Dame de Paris”. ჯგუფში ხდება უთანხმოება და იშლება. yann, charles, guilan,chau და William მა გადაწყვიტეს გაეფორმებინათ კონტრაქტი 2 წლით. მათ სჯეროდათ რომ ეს კარგი შესაძლებლობაა იმისთავის რათა ენახებინათ თუ რისი გაკეთება შეუძლიათ და საცხოვრებელი ფულის შოვნისთვის.
David და sebastien დარჩნენ ერთგულნი თავიანთი ფილოსოფიის მიმართ და არ გააფორმეს 2 წლიანი კონტრაქტი, ეს ორი ფიქრობდა რომ მიუზიკლი გააქრობს მათ ინდივიდუალიზმს და მოწოდებებს (david ის მოწოდება – კინო და sebastien ის განათლება).
წარმოდგენები, ტელევიზია, კინო ეს არის ის რაზეც ისინი ყოველთვის ოცნებობდნენ, მაგრამ ისინი ყოველთვის მიისწრაფოდნენ თავიანთი ხელოვნების ინდივიდუალურობისთვის. ასოციაცია დაიშალა 17 თებერვალს 1998 და ჯგუფი გაიყო.
11 აპრილს, “notre dame de paris” ის მომავალმა აკრობატებმა თავიანთ ჯგუფს დაარქვეს yamakasi და იგივე სახელით ქმნიან ასოციაციას.
ამავდროულად ჯგუფი ახალგაზრდა ბავშვებისგან ყალიბდება. ზოგი მიდის, ზოგი რჩება რამოდენიმე დემონსტრაციებზე აქ და იქ. Sebastien, თავის თავში დარწმუნებული იცდის ცოტა ხანს. ის ხვდება სხვა ხალხს რომლებიც იზიარებენ მის ხედვას.
ასოციაციის შექმნა სახელად “Parkour” 31 მაისი 2000*
„for the love of the art“ ეს არის მათი დევიზი რომლითაც 31 მაისს 2000 წლისა ახლიდან დაიწყო პარკურის დისციპლინის ისტორია. ვითარდება ახალი ასოციაცია – პარკურის ასოციაცია (Parkour Association). Sebastien ასოციაციის პრეზიდენტია. Jerome, Stephane, Sebastien – ესენი არიან ფილოსოფიის ახალი მიმდევრები. David Belle აღარაა დაინტერესებული მაგ საქმეში.
აი ასეთი არაჩვეულებრივი და საინტერესოა ჯგუფი იამაკასის (Les Yamakasi) ისტორია. ქალაქი ლისი (Lisses) ძველებურად რჩება პარკურის სამშობლოდ და საუკეთესო ადგილად ტრეისერების სავარჯიშოთ. და ყოველი წლის 20 ივლის, დაწყებული 2002 წლიდან, ლისში ტარდება პარკურის დღეები (Day Of Parkour ან PK Day), რომლებშიც მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა ჯგუფები რომლებსაც თავში Sebastien Foucan უდგათ.

Sunday, July 18, 2010

naruto

ნარუტო (იაპონ. ナルト) — მანგა, რომელის ავტორია მასაში კისიმოტო. ის ამავე სახელწოდების ანიმე-სერიალის მთავარი პერსონაჟია. სერიალი შექმნამდე, 1997 წელს გამოქვეყნდა მანგას პირველი ტომი, რომელიც მალევე მსოფლიო ბესტ−სელერად გადაიქცა. სიტყვა ნარუტო იაპონურად შეიძლება აღმოცენებას ნიშნავდეს, ან იაპონური მცენარის კამაბოკას ერთ−ერთ ჯიშს, [საჭიროებს წყაროს მითითებას] რომელსაც დახვეული, სპირალისებრი ფორმა აქვს. სპირალისებრი ფორმა სერიალში მრავალჯერ გვხვდება.
ნარუტო უზუმაკი−სერიალის მთავარი გმირი, მეოთხე ჰოკაგეს შვილია. მამამისმა ახალდაბადებული ბავშვის სხეულში ჩხრაკუდა მელა დაამწყვდია, რომელიც მის მშობლიურ სოფელს(კონოჰა) გაანადგურებდა, რომ არა მამის ამგვარი საქცილი. ამ დგეს დაიღუპნენ ნარუტოს მშობლები.
უფროსებს ნარუტო სძულთ, რადგან მასში მუდმივად ხედავენ დემონს, რომელმაც თითქმის გაანადგურა მათი სოფელი. ასეთი დამოკიდებულება აქვთ ბავშვებსაც, რომლებიც ასე ყოველგვარი ახსნა−განმარტებების გარეშე იქცევიან, რამეთუ არსებობს დაუწერელი კანონი, რომლის თანახმად არც ნარუტოსთან და არც მის თანატოლებთან, რომ არაფერი ვთქვათ მასზე უმცროსებზე არ შეიძლება საუბარი მასში არსებულ დემონზე. ნარუტომ არ იცოდა წარსულში მომხდარი ამბების შესახებ, ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდა ამგვარი საქციელის მიზეზს. პირველი ადამიანი, რომელმაც ნარუტო აღიარა და შეიყვარა იყო მისი მასწავლებელი ირუკა ომინო. შემდეგ იყვნენ საკურა ჰარუნო და სასკე უჩია—მისი მეგობრები. კაკაში ჰატაკე მისი მასწავლებელი -სენსეი და ჯირაიამ რომელმაც მას ბევრი რამ ასწავლა. დროთა განმავლობაში ადამიანებმა ნამდვილი ნარუტო აღმოაჩინეს და მიიღეს ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.
ანიმე იწყება იმით, რომ ნარუტო kage bushin jutsu's ანუ კლონის ძიუცუს ვერ გააკეთებს და ამის გამო იგი ვერ მიიღებს გენინის წოდებას, მაგრამ შემდეგ სპეციალური გრაგნილით ისწავლის და მიზუკის დაამარცხებს და ამის შემდეგ გენინის წოდება აქ. ის ხვდება გუნდში ორ მის თანატოლთან ერთად, უჩია სასკე და ჰარუნო საკურა, რომლის ხელმძღვანელია ჰატაკე კაკაში. ნინძების გუნდები ასრულებენ მისიებს ჰოკაგეს დავალებით
როგორც ცნობილი გახდა , წელს "ნარუტოს" ახალი ფილმი - "ცეცხლის სულის მემკვიდრეობა" გამოვიდა.ამბავი, როგორც სხვა ფილმებში, აქაც საკმაოდ საინტერესოდ და მძაფრად ვითარდება. ერთ დღეს გაირკვევა, რომ დამალული სოფლებიდან უგზო-უკვლოდ ქრებიან ნინძები, რომლებიც გამორჩეულები არიან და მემკვიდრეობით აქვთ მიღებული საბრძოლო ხელოვნების სრულყოფილი ტექნიკა. მოქმედება ჩვენთვის ნაცნობ სოფელში ხდება, სწორედ აქ ცდილობენ გამოიძიონ, სად ქრებიან ნინძები და ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე. დღემდე გადაღებულია ნარუტოს რამდენიმე სეზონი და ასობით სერია. "ნარუტო"ახალი საუკუნის ანიმაციური აღმოჩენაა და მას სულაც არ დასჭირვებია უამრავი წელი, რომ მთელ მსოფლიოში უზომო პოპულარობა მოეპოვებინა.

naruto

Wednesday, July 15, 2009

PRISON BREAK


ციხიდან გაქცევა (Prison Break) არის ამერიკული ტელესერიალი , რომლის გადაღება 2005 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. სერიალის პრემიერა ...
86 კბ (4638 სიტყვა) - 19:00, 23 მაისი 2009
გაქცევა გათენებისას
სახელი გაქცევა გათენებისას | სურათი | წარწერა | კინოსტუდია ქართული ფილმი | სცენარის ავტორი სიკო დოლიძე ,რევაზ (რეზო) ებრალიძე | ...
5 კბ (209 სიტყვა) - 15:04, 19 სექტემბერი 2008
ფერნანდო სუკრე
thumb | 222px | ამორი ნოლასკო ფერნანდო სუკრეს როლში, ტელესერიალ ციხიდან გაქცევა ში. ფერნანდო სუკრე არის ტელესერიალ ციხიდან გაქცევის ...
3 კბ (99 სიტყვა) - 15:27, 25 მარტი 2009
ვერონიკა დონოვანი
thumb | 222px | რობინ ტუნი ვერონიკა დონოვანი ს როლში, ტელესერიალ ციხიდან გაქცევა ში ვერონიკა დონოვანი არის ამერიკული ტელესერიალის , ...
2 კბ (53 სიტყვა) - 14:23, 24 თებერვალი 2009
სოფია ლუგო
222px | thumb | დანი გარსია სოფია ლუგო ს როლში, ტელესერიალ ციხიდან გაქცევა ში სოფია ლუგო (ინგლ. Sofia Lugo) არის ციხიდან გაქცევის ...
1 კბ (35 სიტყვა) - 01:01, 1 მარტი 2009
ბრედ ბელიკი
222px | thumb | უეიდ უილიამსი ბრედ ბელიკი ს როლში, ტელესერიალ ციხიდან გაქცევა ში ბრედ ბელიკი არის ამერიკული ტელესერიალ ციხიდან გაქცევის ...
2 კბ (69 სიტყვა) - 18:07, 5 მაისი 2009
ალექსანდრე მაჰონი
thumb | 222px | უილიამ ფიჩტერი ალექსანდრე მაჰონი ს როლში, ტელესერიალ ციხიდან გაქცევა ში ალექსანდრე მაჰონი არის ციხიდან გაქცევის ...
2 კბ (56 სიტყვა) - 11:18, 11 ივლისი 2009
თეოდორ "თ-ბეგ" ბეგვილი (სექცია ციხიდან გაქცევა)
thumb | 222px | რობერტ კნეპერი თეოდორ ბეგვილის როლში, ტელესერიალ ციხიდან გაქცევა ში. თეოდორ "თ-ბეგ" ბეგვილი (ინგლ. Theodore "T-Bag" Bagwell ...
3 კბ (88 სიტყვა) - 15:20, 10 ივლისი 2009
სარა ტანკრედი
thumb | 222px | სარა უეინ კელისი სარა ტანკრედის როლში, ტელესერიალ ციხიდან გაქცევა ში. სარა ტანკრედი არის ციხიდან გაქცევის ერთერთი მთავარი ...
3 კბ (105 სიტყვა) - 16:37, 11 ივლისი 2009
ლინკოლნ "ელ.ჯეი." ბაროუსი უმც.
thumb | 222px | მარშალ ოლმენი ელ. ჯეი. ბაროუსი ს როლში, ტელესერიალ ციხიდან გაქცევა ში ლინკოლნ ბაროუსი უმცროსი (ელჯეი) (ინგლ. Lincoln ...
2 კბ (61 სიტყვა) - 00:23, 30 აპრილი 2009
ბურთაობა
ბურთაობა, ძველი ქართული მოძრავ თამაშობათა ერთი ჯგუფის - ლელო , ცხენბურთი , გაკვრაბურთი , ღორობია , გაქცევა-ბურთაობა, საყებურთი, შეხლაბურთი ...
4 კბ (163 სიტყვა) - 11:48, 15 იანვარი 2007
უენტორტ მილერი
არის ოქროს გლობუსი ს ნომინანტი ამერიკელი მსახიობი , რომელმაც სახელი გაითქვა მაიკლ სკოფილდი ს როლის თამაშით, ტელესერიალ ციხიდან გაქცევა ში. ...
4 კბ (110 სიტყვა) - 17:02, 10 ივლისი 2009
ლინკოლნ ბაროუსი
პარსელი ) უკან:მაიკლ სკოფილდი (უენტორტ მილერი ); ფერნანდო სუკრე (ამორი ნოლასკო ); თეოდორე ბეგვილი (რობერტ კნეპერი ) სერიალში ციხიდან გაქცევა ...
3 კბ (88 სიტყვა) - 15:10, 27 მაისი 2009
რობერტ კნეპერი
Knepper; დ. 8 ივლისი , 1959 ) არის ამერიკელი მსახიობი , რომელმაც სახელი გაითქვა თეოდორე ბეგვილი ს როლის თამაშით, ტელესერიალ ციხიდან გაქცევა ში. ...
3 კბ (104 სიტყვა) - 20:56, 17 აპრილი 2009
ამორი ნოლასკო
Amaury Nolasco, დ. 24 დეკემბერი , 1970 ) არის მსახიობი , რომელმაც სახელი გაითქვა ფერნანდო სუკრე ს როლის თამაშით, ტელესერიალ ციხიდან გაქცევა ში. ...
3 კბ (105 სიტყვა) - 12:55, 25 ივნისი 2009
დომინიკ პარსელი
სახელი გაითქვა ტელესერიალ ციხიდან გაქცევა ში ლინკოლნ ბაროუსი ს როლის შესრულებით. ბიოგრაფია : რესურსები ინტერნეტში : id 0700712 | name დომინიკ ...
4 კბ (142 სიტყვა) - 17:11, 16 ივნისი 2009
უეიდ უილიამსი
უილიამსი (ინგლ. Wade Williams) არის ამერიკელი მსახიობი , რომელმაც გაითქვა სახელი ბრედ ბელიკი ს როლის შესრულებით, ტელესერიალ ციხიდან გაქცევა ში. ...
3 კბ (104 სიტყვა) - 20:33, 26 ივნისი 2009
სარა უეინ კელისი
Callies; დ. 1 ივნისი , 1977 ) არის ამერიკელი მსახიობი , რომელმაც სახელი გაითქვა სარა ტანკრედი ს როლის შესრულებით, ტელესერიალ ციხიდან გაქცევა ში. ...
3 კბ (113 სიტყვა) - 05:11, 28 მაისი 2009
დანი გარსია
Danay Garcia; დ. 5 ივლისი , 1984 ) არის კუბელი მსახიობი , რომელმაც სახელი გაითქვა სოფია ლუგო ს როლის შესრულებით, ტელესერიალ ციხიდან გაქცევა ში. ...
3 კბ (102 სიტყვა) - 04:08, 14 ივნისი 2009
სონას ფედერალური გამოსასწორებელი ციხე
გამოსასწორებელი ციხე (ინგლ. The Federal Penitentiary of Sona) არის გამოგონილი ციხე, რომელიც გვხვდება ამერიკულ ტელესერიალ ციხიდან გაქცევა ში. ...
1 კბ (50 სიტყვა) - 03:08, 17 აგვისტო 2008

მოგესალმებათ UZUMAKI

hi! მე სანდრო მქვია. UZUMAKI-ს მეძახიან. მოხარული ვიქნები, თუ ჩემი ბლოგის follower-ები გახდებით და დამიტოვებთ კომენტებს!